უსმინე მაილს დევისს…

ლუდის ფერი ამინდიაო, იტყოდა თორნიკე თუმცა არა. მზეა და ჩემი ფანჯრიდან ერთადერთი ხეც უმწეოდ ქანაობს. ჭადარია თუ რაღაც ასეთი. ზუსტად არ ვიცი. ალბათ არსებობს რომელიმე ხე, რომელიც ცელოფნის პარკებს ისხავს.
– ისხამს, დებილო – ჩემ ფიქრებში გიორგის ხმამ შემოაღწია.
– დებილი თავი გაბია – ეს უკვე მე ვარ
-დებილი თავი გაბია – ჩემ გაბრაზებას ცდილობს გიორგი. სასაცილოდ მანჭავს სახეს და რომელიღაც მულტფილმის გმირს გავს.
– Shut your…
– გაიჩალიჩებ! – უკვე იმუქრება
– რამის თავი მაინც გქონდეს
გიორგი დგება და დასახრჩობად მოდის. სახე მეწვის გიორგის მარწუხებივით თითებისგან. ცხვირს უკვე ვეღარ ვგრძნობ. ერთ წამსაც ვეღარ გავძლებ უჰაეროდ. ცოტაც და ხელში ჩავაკვდები. დროა ავფართხალდე და მეც ვიწყებ. ამჯერად 43 წამს გავძელი. გიორგი კმაყოფილია. წინა შედეგი გაუმჯობესებულია.
– იდიოტი
გიორგი აღარ მისმენს, ყურსასმენებს იკეთებს და მაილს დევისის გულის გამაწვრილებელი ჰანგების მოსმენას იწყებს. ჯაზი ჩემთვის სწორედაც რომ მომაბეზრებელი, ბუზის გაბმული ბზუილის მაგვარი ხმაურია. უფრო სწორად კალიის ან რწყილის როკვა. დევისის ჰანგებზე ცალი ხელით იწყებს კლავიატურაზე კაკუნს. კაკუნის სიხშირითა და ჟღერადობით ვხვდები თამაშობს. რომ კითხო ბევრი საქმე აქვს.
– გაზაფხულის საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი,-ახალი ამოჩემებული ფრაზა აქვს გიორგის.

 

p.s. სანაგვეში ნაპოვნი პოსტებიდან

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s