მოდი, დავემსგავსები შეშლილ ეგზისტენციალს

აჰააა, გიო უკვე მეშვიდედ გავიდა აივანზე მოსაწევად და მეშვიდედ დარჩა ასანთი. ანუ თოთხმეტჯერ გაიარა და აქედან მხოლოდ ერთხელ სცადა ჩემი მიხრჩობა. ხო, საკმაოდ შემცირდა ჩემი წვალების მაჩვენებელი. არადა მართლა მომწონდა. სკოლას მაგონებს ან უბრალოდ რამე კარგს.

თაზო რომ მაწვალებდა და თავიდან მე ვაწვალებდი. ის კიდე ადგა და დედამისს უთხრა. დედამისმა კიდე მშობელთა კრებაზე გამცა და შემრცხვა, დედაჩემსაც შერცხვა. ხოდა მეორე დღეს ავდექი და ცარციანი ჩვარი პირდაპირ სახეში ვესროლე. ზუსტად არ მახსოვს, ეს ნამდვილი ამბავია თუ არა. უბრალოდ იმდენჯერ გამახსენდა, უკვე ძალიან რეალურს გავს.

ოთახში საავადმყოფოს სუნია. თითქოს ცუდად ვართ და ნათესავებმა მოგვინახულეს. ხოდა ახლა ვზივართ და მოსაკითხს ვჭამთ. მომჟავო სუნია, მოტკბო მომჟავო, წამლების სუნიანი ჰარეია ყველგან. აი ასეთია სამსახურის სუნი ჩემთან. აი ახლა რომ ავდგე და ჩემს ზემოთ ნათურა ავანთო ეჭვიც აღარ შემეპარება, შეიძლება წვეთოვანი უკვე ჩემი ხელითაც მივიდგა. ნამდვილი საავადმყოფოა. გარეთ კიდე მზის ნარჩენებია. ფერადი ფოთლებია და მოლურჯო გრილი ცა. ნიავია და კარგი იქნებოდა ახლა საბურთალოს ჯერ კიდე ამოუცნობ ქუჩებში. აი მე და ბრუნო რომ ვისხედით და ვლაპარაკობდით. ეგეთი ბრუნო მომენატრა. ეგეთი ბრუნო კიდე აღარ არსებობს. აღარც მე ვარსებობ.

ძალიან გავს ჩვენი ოთახი საავადმყოფოს და ჯერ სამის ნახევაria.

p.s. სანაგვეში ნაპოვნი პოსტებიდან

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s