ვარდნა #1

(ძალიან ძველი პოსტებიდან/2012 წელი ან რაღაც ეგრე)

ლექციაზე მოუსვენრად ვზივარ.

ლექტორმა რამე გადაცემის იდეის მოფიქრება დაგვავალა და ჯგუფში მე და ბესო მოვხვდით. უკანა სკამზე ვსხედვართ და ბესო მაცინებს. თავისთვის ჩურჩულებს “კუდი გაშალე რაააა, ძმურად გაშალე რააა”, თან ლექტორს უყურებს თვალებში. მე სიცილისგან ვიფხრიწები. გაბრზაებული ლექტორი ცოტაც და მალე მართლა გაიფხორება. იდეა მოვიფიქრეთ. რბოლის პონტში. რეალითი შოუა. რამდენიმე მონაწილე ყავს და დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად სხვადასხვა დაბრკოლებები უნდა გაიარონ.

მეტყველების ლექციაზე კომპიუტერთან მოვხვდი. მისტერ დრამი შემოვუშვი ჩემთან და ფეინთში რაღაცების ხატვა დავიწყეთ. მე დიდი ქვაბი დავხატე, იმან გაბურძგნული ქალი მიახატა. მერე ქვაბში ჩავხატე პატარა ბავშვი და ასე ვმაიმუნობდით.

“-მაიტ, დღეს აკეთებ რამეს?”-ფეინთშივე მიმიწერა ქვაბს ზემოთ.

“-No, no, noo. რამე იდეა გაქვს?”,-მივაწერე მეც.

“თუ არ დაგეზარება, გამოდი”.

“ არის, სერ!”

“მოგწერ მოკლედ… წავედი… ცვლაში უნდა წავიდე”,-მომწერა და კომპიდანაც გაქრა.

წარმოდგენა არ მაქვს, სად მუშაობს. ალბათ სადმე, სადაც მხოლოდ ვიდეო თამაშებს თამაშობენ. Continue reading

Advertisements

ტრილოგია, აგოტა კრისტოფი

გადაცემა “დაინახე უფრო მეტი” – ტრილოგია, აგოტა კრისტოფი

როგორ გავლენას ახდენს ომი მოზარდებზე, როგორ გადაიქცევიან ტყუპი ძმები უგრძნობ არსებებად, რა მორალური პრინციპები უყალიბდებათ მათ და როგორ ტრიალდება ამბავი მკითხველის ცნობიერებაში…

გაციება, weekend და რამე კარგის მოლოდინში

იშვიათად ვცივდები, მაგრამ თუ გავცივი რაღაც სერიოზული მემართება.

მგონი იმიტომ რომ არასოდეს ვაქცევ ყურადღებას და ცოტა არ იყოს მკიდია კიდეც. მგონია, რომ აი რამდენიმე საათი და კარგად გავხდები. ცხვირიდან თხელი გამონადენი თავისით გამიქრება, ხველა უცებ მოულოდნელად თავისით შეწყდება და აღარც ყელის აუტანელი ტკივილი შემაწუხებს. გადის რამდენიმე დღე და უარესად ვარ. მერე ერთბაშად ვვარდები პანიკაში და ვიბნევი. უაზროდ ვსვამ წამლებს, ძირითადად რასაც მაცივარში, წიგნების კარადაში, თვეობით დასალაგებელ ჩანთაში ვიპოვი. უცებ ვეძებ ინტერნეტში ანოტაციებს და სადმე თუ უბრალოდ გაციებას გადავწყდები, ეგრევე ვსვამ – ნარკომანივით. მერე ვიწყებ წუწუნს. მეგობრები, თანამშრომლები, გამვლელები, აფთიაქარი ქალები, რასაც მირჩევენ იმის დალევას ვიწყებ და დღითი დღე უარესად ვხდები.

გაციების მერე სახის კანი დებილური შესახედია. უფერულია, წამოწითლებული თვალები, აქერცლილი კანი ცხვირზე, ტუჩის გამომშრალი კუთხეები და წვრილი გამონაყარიც და ვბრაზდები, საშინლად ვბრაზდები საკუთარ თავზე. რომ არასოდეს ვსწავლობ ყველაზე მნიშნელოვანი ამბების არ-დაკიდებას.

გუშინ შევამჩნიე ყელი მტკიოდა და მაშინვე დავფაცურდი. გაციების ჩაი მოვიმარაგე, შაბათ-კვირასაც სახლში ვატარებ. არაფერს ვაკეთებ, ვზივარ და SHAMELESS-ის მეექვსე სეზონს ვუყურებ. თავს იმით ვიმშვიდებ რომ ინგლისურ ვერსიას ვუყურებ და ავტომატურად სწავლაში მეთვლება. თითქოს არ შეიძლება უბრალოდ ვიჯდე და არაფერს ვაკეთებდე. ვისი რა საქმეა, რა მნიშნელობა აქვს. ან რატო უნდა იყოს ყველაფრის კეთება მნიშნელოვანი. ერთი მაგისიც.

ყველაფერი თავისთავად ხდება. უცებ რომ გავჩერდე და არაფერი ვაკეთო, მაინც გაგრძელდება ამ თავისთავად მოხდენილი ამბების დაუსრულებელი სერიები. და რატოა ასე. ხომ ვზივარ, ხომ ვჩერდები, რატო არ ჩერდება სხვა ყველაფერიც. ხომ შეიძლება გაჩერდეს ამის დედაც.

იმის გაცნობიერება რომ ძალიან შორიდან დედამიწა წერტილივით ჩანს, მამშვიდებს. იმიტომ რომ პატარა წერტილში სიმყუდროვეა და ძალიან ახლოს ვარ სხვა დანარჩენებთან. მაგრამ როგორც კი მიახლოვებას დაიწყებ, სივრცე იზრდება, პატარა დედამიწა უზარმაზარი ბურთი ხდება და, და მერე ჩემი სახლი ძალიან დიდდება. აივანიც იზრდება, ქუჩები ძალიან ფართოა და მეზობელი კორპუსებიც ძალიან შორს არიან. მერე ქალაქიც დიდდება და ადამიანებიც იკარგებიან, ქრებიან.

მე უბრალოდ გაციებული ვარ, სიცხეს არასოდეს ვიზომავ, იმიტომ რომ სიცხე სულაც არ არის საშიში. მაგ დროს სხეული მიკრობებს ებრძვის, ჩემს შიგნით ომია როგორც ვიკინგები ან როგორც… რა მნიშნელობა აქვს, ჩემს შიგნით ომია და ეს უკვე ძალიან მაგარი შეგრძნებაა.

ახლა უბრალოდ რაც მინდა, მხოლოდ ის არის რომ გაციებამ გამიაროს. ოღონდ ისე რომ ცხვირი არ გამიწითლდეს, არც ტუჩის კუთხეები გამომიშრეს და თვალებიც მინდა ბედნიერად ელავდნენ, ბრწყინავდნენ ან რამე ასეთი. იმიტომ რომ ამ კვირაში შეიძლება რაღაც კარგი მოხდეს, ხოდა მზად უნდა ვიყო.

ბრუნო

თორნიკე ბოლოს დინამოს თამაშზე ვნახე. ვიცოდი, იქ იქნებოდა და მივედი კიდეც.

იდგა გლადიატორებს შორის. იდგა, ყვიროდა, თმებს იჩეჩდა…  თითქოს თოკზე დგას, თითქოს მიდის, ქარია და ცდილობს თავი შეიმაგროს. ყოველთვის ასეთი მახსოვს. ის ყოველთვის თითქოს თოკზე მოძრაობს.

აზრი ერთადერთხელ გკითხე და ეგაც მაშინ, პირველად რომ გაგიცანი და სახლში ვბრუნდებოდითო,- ამბობს თორნიკე.
-კი აბა.
-კი, კი, მე გკითხე, მარშუტკით წავიდეთ თუ ავტობუსით-მეთქი. მერე ახლოს გაგიცანი. მივხვდი, რა ჩლუნგი და იდიოტიც ხარ და მას მერე აზრი აღარც მიკითხავს.

-თორნიკე ტიკარაძე,- მკაცრად ვამბობ და აღარ ველოდები.

 

ვარდნა

– მოკლედ..

– ადამიანები, რომლებიც ხშირად იყენებენ სიტყვას, მოკლედ, ძალიან აფექტურები არიან, – ამბობს ქეთი და იცინის.

იქნებ არ მეტყობა კიდეც მაგრამ ამ წუთას ისეთ აფექტურ მდგომარეობაში ვარ, შეიძლება მართლა გამოვაღო ფანჯარა და დიდუბის ნაწვიმარ ასფალტს დავეთხლიშო. ამ დროს ერთედერთი რაც მაფერხებს, ჩემი სისხლიანი მახინჯი გვამია. და კიდევ იმის ალბათობა, რომ შემთხვევით ვინმეს დავეცემი. 😦

პ.ს. ნაგავში ნაპოვნი პოსტებიდან

 

 

 

უსმინე მაილს დევისს…

ლუდის ფერი ამინდიაო, იტყოდა თორნიკე თუმცა არა. მზეა და ჩემი ფანჯრიდან ერთადერთი ხეც უმწეოდ ქანაობს. ჭადარია თუ რაღაც ასეთი. ზუსტად არ ვიცი. ალბათ არსებობს რომელიმე ხე, რომელიც ცელოფნის პარკებს ისხავს.
– ისხამს, დებილო – ჩემ ფიქრებში გიორგის ხმამ შემოაღწია.
– დებილი თავი გაბია – ეს უკვე მე ვარ
-დებილი თავი გაბია – ჩემ გაბრაზებას ცდილობს გიორგი. სასაცილოდ მანჭავს სახეს და რომელიღაც მულტფილმის გმირს გავს.
– Shut your…
– გაიჩალიჩებ! – უკვე იმუქრება
– რამის თავი მაინც გქონდეს
გიორგი დგება და დასახრჩობად მოდის. სახე მეწვის გიორგის მარწუხებივით თითებისგან. ცხვირს უკვე ვეღარ ვგრძნობ. ერთ წამსაც ვეღარ გავძლებ უჰაეროდ. ცოტაც და ხელში ჩავაკვდები. დროა ავფართხალდე და მეც ვიწყებ. ამჯერად 43 წამს გავძელი. გიორგი კმაყოფილია. წინა შედეგი გაუმჯობესებულია.
– იდიოტი
გიორგი აღარ მისმენს, ყურსასმენებს იკეთებს და მაილს დევისის გულის გამაწვრილებელი ჰანგების მოსმენას იწყებს. ჯაზი ჩემთვის სწორედაც რომ მომაბეზრებელი, ბუზის გაბმული ბზუილის მაგვარი ხმაურია. უფრო სწორად კალიის ან რწყილის როკვა. დევისის ჰანგებზე ცალი ხელით იწყებს კლავიატურაზე კაკუნს. კაკუნის სიხშირითა და ჟღერადობით ვხვდები თამაშობს. რომ კითხო ბევრი საქმე აქვს.
– გაზაფხულის საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი,-ახალი ამოჩემებული ფრაზა აქვს გიორგის.

 

p.s. სანაგვეში ნაპოვნი პოსტებიდან

მოდი, დავემსგავსები შეშლილ ეგზისტენციალს

აჰააა, გიო უკვე მეშვიდედ გავიდა აივანზე მოსაწევად და მეშვიდედ დარჩა ასანთი. ანუ თოთხმეტჯერ გაიარა და აქედან მხოლოდ ერთხელ სცადა ჩემი მიხრჩობა. ხო, საკმაოდ შემცირდა ჩემი წვალების მაჩვენებელი. არადა მართლა მომწონდა. სკოლას მაგონებს ან უბრალოდ რამე კარგს.

თაზო რომ მაწვალებდა და თავიდან მე ვაწვალებდი. ის კიდე ადგა და დედამისს უთხრა. დედამისმა კიდე მშობელთა კრებაზე გამცა და შემრცხვა, დედაჩემსაც შერცხვა. ხოდა მეორე დღეს ავდექი და ცარციანი ჩვარი პირდაპირ სახეში ვესროლე. ზუსტად არ მახსოვს, ეს ნამდვილი ამბავია თუ არა. უბრალოდ იმდენჯერ გამახსენდა, უკვე ძალიან რეალურს გავს.

ოთახში საავადმყოფოს სუნია. თითქოს ცუდად ვართ და ნათესავებმა მოგვინახულეს. ხოდა ახლა ვზივართ და მოსაკითხს ვჭამთ. მომჟავო სუნია, მოტკბო მომჟავო, წამლების სუნიანი ჰარეია ყველგან. აი ასეთია სამსახურის სუნი ჩემთან. აი ახლა რომ ავდგე და ჩემს ზემოთ ნათურა ავანთო ეჭვიც აღარ შემეპარება, შეიძლება წვეთოვანი უკვე ჩემი ხელითაც მივიდგა. ნამდვილი საავადმყოფოა. გარეთ კიდე მზის ნარჩენებია. ფერადი ფოთლებია და მოლურჯო გრილი ცა. ნიავია და კარგი იქნებოდა ახლა საბურთალოს ჯერ კიდე ამოუცნობ ქუჩებში. აი მე და ბრუნო რომ ვისხედით და ვლაპარაკობდით. ეგეთი ბრუნო მომენატრა. ეგეთი ბრუნო კიდე აღარ არსებობს. აღარც მე ვარსებობ.

ძალიან გავს ჩვენი ოთახი საავადმყოფოს და ჯერ სამის ნახევაria.

p.s. სანაგვეში ნაპოვნი პოსტებიდან

ნაბიჯი #2 – Custom Audience, Lookalike Audience, Saved Audience

როდესაც სარეკლამო პოსტერს აკრავ რომელიმე შენობის კედელზე იმ იმედიათ რომ შეხედავენ და ინფორმაციას მიიღებენ, არაფრისგან ხარ დაზღვეული. თუ პოსტერი რომელიმე როკ-ჯგუფის კონცერტს ეხება და იმედი გაქვს, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ნახავს, იცი კი დანამდვილებით რომ ეს ასეც იქნება? საბოლოოდ აღმოჩნდება რომ ამ კედლის გაყოლებაზე მოხუცთა თავშესაფარია ან პენსიონერებისთვის პოპულარული სასეირნო ადგილია.

Facebook გაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, რაც შეიძლება ვიწრო აუდიტორიამდე მიიტანო ინფორმაცია. შეგიძლია განსაზღვრო სქესი, ასაკი, ინტერესის სფერო, განათლების დონე, საცხოვრებელი ადგილი, ოჯახური მდგომარეობაც კი…  ამავდროულად, შეგიძლია მოძებნო აუდიტორია (Lookalike), რომელიც შენს გვერდზე აქტიური კატეგორიის ანალოგიურია.

Let’s Do It…

აუდიტორიის შემქნისას სამი ძირითადი პრინციპი არსებობს:

  1. რეკლამები გაუგზავნო შენს გვერდზე ყველაზე აქტიურ აუდიტორიას
  2. რეკლამები გაუგზავნო ფაქტობრივად უკვე შენს მომხმარებლებს (მეილები, ნომრები…)
  3. რეკლამები გაუგზავნო სრულიად ახალ, დასაპყრობად მზადმყოფ აუდიტორიას

მარტივია, გაააქტიურო უკვე არსებული აუდიტორია, ვიდრე დაიწყო ახალის მოძებნა. ამისთვის Facebook რამდენიმე უმარტივეს ხერხს გვთავაზობს.

  • Custom Audience  – მორგებული აუდიტორია

შეგვიძლია შევქმნათ აუდიტორია მეილების, ნომრების, ჩვენს გვერდზე აქტიური ლაიქერების და ა.შ. მიხედვით.

custom audience

თუ ავირჩევთ პირველ გრაფას, მაშინ შეგვიძლია შევქმნათ აუდიტორია, რომელსაც ვიცნობთ მეილების ან ტელეფონის ნომრების საშუალებით. მაგალითად ესთეტიური ცენტრები, რომლებიც იწერენ მომხმარებლის შესახებ ინფორმაციას და შემდეგ სიახლეებს უგზავნიან მეილზე. ამას სჯობს, უბრალოდ შევქმნათ აუდიტორია ამ მეილების ან ნომრების მიხედვით და ჩვენი რეკლამები გავუგზავნოთ.

მეორე გრაფის მიხედვით შევქმნით აუდიტორიას, რომელიც ჩვენს ვებ. გვერდით ინტერესდება.

მესამე გრაფის მიხედვით შევქმნით აუდიტორიას, რომელიც ერთხელ მაინც დაინტერესდა ჩვენი აპლიკაციებით ან თამაშებით.

მეოთხე გრაფით კი შევქმნით აუდიტორიას, რომელიც ჩვენს Facebook გვერდზე ყველაზე აქტიურია.

  • Lookalike Audience – ლატენტური აუდიტორია 🙂 

lookalike audience

აუდიტორია, რომელიც ძალიან გაქვს უკვე არსებულს. მაგალითად თუ ავირჩევ Lookalike აუდიტორიას, ეს არის უნიკალური საშუალება, გავიდე მომხმარებლის იმ კატეგორიაზე, რომელიც დიდი ალბათობით ჩემი ბიზნესით იქნება დაინტერესებული. რეკლამა მოძებნის აუდიტორიას, რომელიც ძალიან გავს ჩემს გვერდზე უკვე არსებულს, აქტიურ ლაიქერებს.

Source – ვირჩევ გვერდს, რომლის მსგავს აუდიტორიასაც ვაკეთებ

Country – ვირჩევ ქვეყანას, სად ვეძებ ამ აუდიტორიას

Audience Size – შემიძლია ავირჩო ატეგორია რომელიც ნაკლებად გავს ჩემს ლაიქერებს, ან უფრო მეტად გაქვს ლაიქერებს. რაც უფრო მეტია მსგავსება, მით პატარააა აუდიტორია, რაც უფრო არაა მსგავსი, მით იზრდება აუდიტორიის ზომა. ყველაზე მეტად გვირჩევენ აუდიტორიას, რომლის ზომა 50k-ს ფარგლებშია. თუ გვინდა რომ ჩვენს აუდიტორიას შედეგი ჰქონდეს.

  • Saved Audience – დამახსოვრებული აუდიტორიები

ეს კი აუდიტორიებია, რომლებსაც ჩვენი გვერდისთვის ვქმნით. ის განსხვავდება იქიდან გამომდინარე თუ რას ვარეკლამებთ. ასე რომ, შეგიძლიათ უბრალოდ შექმნათ აუდიტორია, რომელიც ფიქრობთ რომ თქვენუ პროდუქტის სამიზნე აუდიტორიაა. ასევე ამ აუდიტორიებით შეგიძლიათ მოიძიოთ სულ უცხო ახალი ლაიქერები.

AAEAAQAAAAAAAAIDAAAAJDNkY2VjMWFmLWZjMTgtNGFmZC1iOWIzLTM1ZGFmYjJiM2I5MQ

 

 

 

ნაბიჯი #1 – რა შედეგის მიღება გინდა Ads Manager-ში დახარჯული თანხით!

როდესაც რომელიმე პოსტის რეკლამაში გაშვებას გადაწყევტ, დანამდვილებით უნდა იცოდე რა არის შენი მიზანი:

FB-Ad-ObjectivesAwarenessბრენდის შესახებ ცნობიერების/ცნობადობის მომატებადაინტერესება თქვენი პროდუქციით

  • ბრენდის ცნობადობის გაზრდა – Brand awareness
  • ადგილობრივი (ლოკალური) ცნობადობის გაზრდა – Local awareness
  • ნახვების რაოდენობის გაზრდა – Reach

Consideration – ბრენდის შესახებ განხილვის/გათვალისწინების მომატებაადამიანებმა დაიწყონ თქვენი ბიზნესის შესახებ ფიქრი და მეტი ინფორმაციის მოძიება.

  • თქვენს გვერდზე (საიტზე) ვიზიტების მომატება ან აპლიკაციების ჩამოტვირთვის მაჩვენებლის გაზრდა – Traffic
  • აპლიკაციების ჩამოტვირთვის გაზრდა – App installs
  • ლაიქერების ჩართულობის გაზრდა (ლაიქები, კომენტარები, გაზიარებები) – Engagement
  • ვიდეოს ნახვების მომატება – Video views
  • გამოიწვიო გარკვეული კატეგორიები – (მაგალითად შეკრიბო იუზერები მეილების საშუალებით. უფრო ზუსტად რომ განვმარტოთ, თუ თქვენ გაქვთ გარკვეული ბაზა მეილების, შეგიძლიათ რეკლამები გაუგზავნოთ ფბ საშუალებით)  – Lead generation

Conversions – კონვერტაცია –  თქვენი ლაიქერები გახდნენ თქვენი ბიზნესის უშაულო მომხმარებლები. დაიწყონ ვაჭრობა ან სერვისით სარგებლობა

  • რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა დაიწყოს თქვენი აპლიკაციებით ან ვებ. გვერდით სარგებლობა – Conversions 
  • რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს თქვენი კატალოგები – Product catalog sales
  • გაზარდო მომხმარებლის ვიზიტების რაოდენობა კონკრეტულ ადგილში – Store visits

ახლა უკვე იცით, როგორ იმოქმედოთ. მთავარია ჩამოყალიბდეთ და კარგად გაიზაროთ თითოეული პოსტით რა შედეგის მიღება გსურთ, ან რა შედეგის მიღება შეგიძლიათ. თუ უკვე გაქვთ მიზანი და კონკრეტული შედეგიც აირჩიეთ, დროა თქვენთვის უნიკალური სამიზნე აუდიტორია შექმნათ. რჩევები შეგიძლიათ ნახოთ პოსტში , “ნაბიჯი #2 – როგორ დავგეგმოთ სწორად ჩვენთვის სასურველი სამიზნე აუდიტორია”.

CPC vs CPM – გადახდის რომელი მეთოდი ჯობს?

CPM-and-CPC (1)

სანამ უშუალო შედარებაზე გადავალთ, კიდევ ერთხელ განვმარტავ რას ნიშნავს CPC და  CPM.

Cost Per Click (CPC) – გადახდა კლიკებით. კლიკის მინიმალური ბიუჯეტი 0,01 დოლარია. კლიკის ღირებულება განსხვავდება გვერდზე ლაიქების რაოდენობის, ასევე ბიზნესის ტიპის მიხედვით.

Cost Per Mille (CPM) – გადახდა ნახვებით (Impressions). ღირებულება განისაზღვრება 1000 ნახვით. ფასი ამ შემთხვევაში განსხვავდება გვერდზე ლაიქების ან ბიზნესის ტიპის მიხედვით. ასევე რეკლამირების ხარისხით.

ასე რომ, სანამ ჩვეულებრივ პოსტს რეკლამაში ჩავუშვებთ შეგვიძლია ოპტიმალური გადაწყვეტილება მივიღოთ და ქაოსიდან ყველაზე ხელსაყრელი ხერხი გამოვიყენოთ მინიმალური დანახარჯით მაქსიმალური შედეგის მისაღებად.

და მაინც, კლიკებში გადავიხადოთ თანხა თუ 1000 ნახვაში?

როდესაც თანხას ვიხდით კლიკში, ეს ნიშნავს რომ ბიუჯეტიდან დანაკლისი გვექნება მხოლოდ მაშინ თუ ვინმე კლიკს გაიმეტებს. უბრალოდ თუ ნახავს (და ინფორმაციასაც მიიღებს) ჩვენი ჯიბე თავისუფალია. თუ ფულს ნახვაში ვიხდით საქმე სხვაგვარადაა, თითოეული შეხედვა რეკლამაზე ჩვენს ჯიბეზე აისახება. არ აქვს მნიშნელობა მომხმარებელი დაუთმობს მას დროს, დაინტერესდება, დააკლიკებს თუ თავდაყირა დადგება.

თითქოს ყვეკაფერი ძალიან ლოგიკური და მარტივია, მაგრამ ეს იმ გამოცანასავით არის ბავშვობაში რომ გვისვამდნენ და საბოლოოდ წინ ჩაფლავება გველოდა. მაგალითად “ხეზე სამი ყვავი ზის, ნიკამ ლაგატკა ესროლა და ერთი მოკვდა. რამდენი ჩიტი ზის ხეზე? ლოგიკურია თუ ვიტყვით რომ ზეზე ორი ყვავი ზის, მაგრამ…… ნურას უკაცრავად, თურმე ლაგატკამ ის ორი ყვავიც დააფრთხო და ახლა ხე თავისუფალია)

მოკლედ, განვიხილოთ მაგალითი:

ვთქვათ კლიკის ფასია 1 დოლარი, ხოლო 1000 ნახვის 15 დოლარი. გავაკეთოთ შედარება და შედეგი გავათანაბროთ. თუ მინდა რომ 1000 ნახვაში გადახდილი 15 დოლარი ისევე ეფექტური იყოს, როგორც 15 კლიკში 15 დოლარი, 1000 ნახვიდან მინიმუმ 15 კლიკი უნდა მივიღო. ანუ ათასი მნახველიდან 1,5 % მაინც უნდა დაინტერესდეს რეკლამით. მაგრამ თუ დაინტერესება მეტი იქნება და 1000 მნახველიდან 3% გააკეთებს კლიკს, გამოდის რომ ერთ კლიკს 50 ცენტად ვიყიდით. თუ კლიკების რაოდენობა უფრო მეტი იქნება, შესაბამისად დაიკლებს კლიკის ფასიც – გამოდის რომ ჩვენი რეკლამირება ეფექტურია.

ანუ ყველაზე ლოგოკური იქნება თუ:

გადავიხდით ფულს კლიკებში მაშინ, როცა რეკლამას მეტი ნახვა აქვს

გადავიხადოთ ნახვებში, თუ რეკლამას მეტი კლიკი მოაქვს

თითქოს ყველაფერი დალაგდა და იქნებ გადაწყვიტეთ კიდეც, რომ რეკლამირება CPM პრინციპით ჯობს. საკმაოდ პრეტენზიული განაცხადია. იმ შემთხვევაში თუ ირჩევ CPM პრინციპს, მაქიმალურად უნდა იზრუნო ხარისხზე (სწორად შერჩეული პროდუქცი, აღწერა, სურათის ხარისხი, ტექსტის პროცენტული მაჩვენებელი ფოტოზე, სწორად განსაზღვრული აუდიტორია). თუ ასე არ იქნება შეიძლება თანხა ტყუილად გადაყარო. მაგრამ როდესაც თანხას იხდი კლიკებით, რეკლამა იქნება ეფექტური თუ არა, მნიშნელობა არ აქვს, შედეგად მაინც იქნება 15 კლიკი 15 დოლარიდან.